მზად ხართ ენით აღუწერელი შთაბეჭდილებებისთვის?
აღმოაჩინე საქართველოს ისტორიული მხარე, ტაო-კლარჯეთი.
ამ საოცარ მხარეში მეგზურობას გაგიწევთ გოგა ჩანადირი.
ტაო-კლარჯეთის უნიკალურობას ფოტო, ვიდეო ან სხვისი მონათხრობი ვერ გადმოსცემს. ეს თქვენი თვალით უნდა ნახოთ. ამ ისტორიული, დიადი ძეგლებისა და ბუნების ნახვა ერთდროულად სევდასა და სიხარულს მოგგვრით, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.
სამდღიანი ჯგუფური ტური ტაო-კლარჯეთში.
ტურის ღირებულება: 680 ლარი
ხანგრძლივობა: 2ღამე/3 დღე
ტურის სახეობა: კულტურული, შემეცნებითი, ისტორიული.
ღირებულებაში შედის:
- კომპანია აღმოაჩინე საქართველოს სერვისი-ტურის დაგეგმარება და კოორდინირება
- ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით (მძღოლისა და საწვავის ხარჯები) Mercedes Sprinter 2012 წლიანი.
- გიდის მომსახურეობა- გოგა ჩანადირი
- განთავსება სასტუმროში - “Gevhernik Otel” https://gevhernikotel.business.site/
- განთავსება სასტუმროში- “Agara Otel” https://www.facebook.com/agaraotel
- ორჯერადი კვება ორივე სასტუმროში
- სამოგზაურო დაზღვევა
- ერთი ბოთლი წყალი თითო მონაწილეს ყოველ დღე
ღირებულებაში არ შედის:
- დამატებითი კვება ტურის განმავლობაში
პირველი დღე
- 06:00 თბილისიდან გასვლა (შეკრება ველოსიპედის ძეგლთან);
- მოსანახულებელი ისტორიული ძეგლები: შავშეთის ციხე, ხანძთა, არტანუჯის ციხე, ჯოჯოხეთის კანიონი;
- არტანუჯი-სასტუმროში დაბინავება და ვახშამი. (უგემრიელესი კალმახი)
მეორე დღე:
- საუზმე სასტუმრში;
- მოსანახულებელი ისტორიული ძეგლები: დოლისყანა, ოთხთა, ხახული, ოშკი, კავკასიძეების ციხე, თორთუმის ჩანჩქერი და ტბა;
- იუსუფელი-სასტუმროში დაბინავება და ვახშამი.
მესამე დღე:
- საუზმე სასტუმროში
- მოსანახულებელი ისტორიული ძეგლები: პარხალი, იშხანი, ბანა, ქაჯეთის ციხე
- გამომგზავრება თბილისის მიმართულებით
აუცილებლად გასათვალისწინებელი:
- ტურის თანხა ირიცხება წინასწარ
- 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საჭიროა დაბადების მოწმობა და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა მშობლებისგან.
- ტურის ყველა მონაწილეს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი (მოქმედების ვადა მინიმუმ 6 თვე)
ფასი მოცემულია 1 ადამიანზე.
ატვირთვის თარიღი: 2023-02-21