დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

საქართველო- მრავალი რელიგიის ცენტრი

  454

იცოდით, რომ, საქართველო მრავალი რელიგიის ცენტრია?

საქართველოში ცხოვრობს  სხვადასხვა რელიგიის მიმდევარი და აქ წარმოდგენილია: იუდაიზმი, კათოლიციზმი,  სომხური სამოციქულო ქრისტიანობა,  ქართული მართლმადიდებლური ქრისტიანობა, ისლამი.

ტურისტების საქართველოში ვიზიტის მიზნებიდან ერთ ერთი რელიგიური ტურიზმია. მათთაგან:  ებრაელები - ონისა და ახალციხეში მდებარე სინაგოგის სანახავად. კათოლიკები კი სოფელ უდისში, ქუთაისში, გორში და თბილისში.  რადგან ამ ლოკაციაზე წარმოდგენილია კათოლიკური ეკლესიები. ხოლო მუსლიმები სტუმრობენ ახალციხის ციხეს, ბათუმსა და ხულოში მდებარე მეჩეთებს. მართმადიდებლური ეკლესიები ქვეყნის მასშტაბით მრავლად არის წარმოდგენილი, ვინაიდან ქვეყნის წამყვანი რელიგიაა.

აღსანიშნავია რომ, კათოლოკური ეკლესია, სინაგოგა და მეჩეთი წარმოდგენილია თბილისში. რაც უფრო უადვილებს ტურისტს მოგზაურობას. ამასთანავე ყოველივე ისტორიული ადგილი პოზიტიურ როლს თამაშობს როგორც დედაქალაქის ასევე რეგიონულ ცნობიერების ამაღლებაზე.

უხსოვარი დროიდან რელიგიური მიზნით  გადაადგილება  ერთ ერთი მთავარი იყო ტურიზმის განვითარებისა.  წმინდა ადგილების მონახულება ერთგვარ დამოკიდებულებად იქცა და ამავდროულად  ვიზიტორების  სულიერი მოთხოვნის  დაკმაყოფილების საგნად.

#შეიცანისაქართველომრავალიკუთხით

ავტორი: თემური შანავა

ატვირთვის თარიღი: 2023-12-29

arrow