დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

აღმოაჩინე მალდივის კუნძულები

  2411

სამოთხე დედამიწაზე

იცოდით, რომ, მალდივის კუნძულები 1190 პატარა მარჯნის კუნძულისგან შემდგარი სახელმწიფოა, რომელზეც მხოლოდ 200 კუნძულია დასახლებული, 44 კი საკურორტო დასვენებისთვის არის გამოყენებული.

ადამიანთა უმრავლესობისთვის სიტყვა „მალდივები“ აზიურ სამოთხესთან ასოცირდება, რომელიც მომენტალურად დასვენების შეგრძნებას იწვევს, ხოლო წარმოდგენით, თავს თეთრი ქვიშის, უზარმაზარი ოკეანის, მცხუნვარე მზის და პალმების გარემოცვაში გამყოფებს.

მალდივის რესპუბლიკა, პატარა სახელმწიფოა, რომლის კუნძულები ინდოეთის ოკეანეშია მოქცეული. აქ მუდამ ზაფხულია, შეგიძლია წელიწადის სასურველ დროს სამოთხეს ესტუმრო და ისიამოვნო იმ შესაძლებლობებით, რასაც კუნძული გთავაზობს. მალდივის ეგზოტიკური საკურორტო კუნძულები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად არის აღიარებული, რომელიც იზოლირებულია გარე სამყაროსთან და გაძლევს შესაძლებლობას საკუთარ თავთან განმარტოვდე.

ტურისტებში განსაკუთრებულად მიმზიდველია დაივინგი, რომელიც საშუალებას გაძლევს გაეცნო და დატკბე წყალქვეშა სამყაროს ცხოვრებით.  მალდივები ნამდვილად სამოთხეა მათთვის ვისაც უყვარს ბუნება, ეგზოტიკა, გართობა და დასვენება.      

კუნძული ამავდროულად, თაფლობის თვის, ქორწილებისთვის ყველაზე პოპულარული და საინტერესო ადგილია, სადაც წყვილებს შეუძლიათ „სამოთხეში“ დაისვენონ და ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპით ისიამოვნონ.

მათ, ვისაც უყვარს ეგზოტიკური სამზარეულო, აუცილებლად დაინტერესდებიან, რომ დააგემოვნონ ისეთი დელიკატესები, როგორიცაა ვარდისა და ფორთოხლის რძე, პალმის წვენი და ყავის ფხვნილი.

შეუძლებელია სურვილი არ გქონდეს გაიგო, თუ როგორ ცხოვრობს „მალდივი“, როგორია პატარა კუნძულის დღე და ღამე... კულტურა, ხალხი, აზიური ქაოსი და ამავდროულად სიჩუმე... 

#წამომალდივებზე 

ავტორი: ფიქრია ხოშაბაევი

ატვირთვის თარიღი: 2022-02-20

arrow