დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

აღმოაჩინე სუმელას მონასტერი

მსოფლიოში

  520

250 Gel

აღმოაჩინე იდუმალი სუმელას მონასტერი 

ორდღიანი ჯგუფური ტური სუმელა-ტრაბზონი-უზუნგოლი

ღირებულებაში შედის:

  • კომპანია აღმოაჩინე საქართველოს სერვისი-ტურის დაგეგმვა და კოორდინირება
  • ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით (მძღოლისა და საწვავის ხარჯები)
  • გიდის მომსახურება
  • სასტუმროში განთავსება
  • საუზმე სასტუმროში
  • ერთი ბოთლი წყალი ყველა მონაწილეს ყოველ დღე 

დამატებითი მომსახურეობა(ფასში არ შედის):

  • დამატებითი კვება ტურის განმავლობაში
  • ადგილობრივი მოსაკრებელი 65 ლარამდე 

პირველი დღე

თბილისი-ტრაბზონი-სუმელა-ტრაბზონი

  • 06:00 გამგზავრება სარფის მიმართულებით და საბაჟო პროცედურები
  • 16:00 ჩასვლა ტრაბზონში, სასტუმროში განთავსება
  • 16:30 მცირე აიასოფიას მონახულება -მე–13 საუკუნით დათარიღებული მცირე აია სოფიას ტაძარი, რომელსაც სტატუსს რამდენჯერმე შეუცვალეს. მე–20 საუკუნის 80–იანი წლებიდან დაწყებული 21– ე საუკუნის განმავლობაში ის მუზეუმის ფუნქციას ასრულებდა. ახლა, კი მეჩეთად არის გადაკეთებული.
  • 17:30 სუმელას მონასტრის მონახულება - სუმელას მონასტერი მდებარეობსქალაქ ტრაპიზონის საზღვრებში,  ციცაბო კლდეებზე, სოფელ ალტინდერედან 300 მეტრის სიმაღლეზე. ეს არის უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც ეტაპობრივად აშენდა და საჭიროებისამებრ დაემატა ახალი ნაწილები. მონასტრის შიგნიდან შემკული ფრესკები შესრულებულია სხვადასხვა პერიოდში; მონასტრამდე მისვლა შესაძლებელია სამლოცველოებსა და კელიებს შორის ვიწრო კიბეებით.
  • 20:30 ვახშამი ტრაბზონში და ღამის ქალაქის დათვალიერება
  • დაბრუნება სასტუმროში

მეორე დღე:

 ტრაბზონი-უზუნგოლი-თბილისი

  • საუზმე სასტუმროში
  • 10:00 შოფინგი ფორუმის სავაჭრო ცენტრში
  • 13:00 გამგზავრება უზუნგოლი მიმართულებით
  • 14:30 უზუნგოლის მონახულება - უზუნგოლი უნიკალური ადგილია, რომელიც ბევრმა ადამიანმა იცის ფოტოებიდან და ამბობს: „ერთ დღეს იქ უნდა წახვიდე“,  სოფლის ცენტრში დიდი ტბაა და ქალაქ ტრაპიზონიდან 99 კილომეტრითაა დაშორებული. ზღვის დონიდან დაახლოებით 1090 მეტრზე.
  • 16:30 გამგზავრება თბილისის მიმართულებით
  • ტურის დასასრული

აუცილებლად გასათვალისწინებელი!

ტურის თანხა ირიცხება წინასწარ, თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადის შემდეგ, თქვენი მხრიდან ტურის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება

აუცილებლად იქონიეთ თან ლირა 

18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საჭიროა დაბადების მოწმობა და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა მშობლებისგან ქართულ და ინგლისურ ენაზე

ტურის ყველა მონაწილეს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი (მოქმედების ვადა მინიმუმ 6 თვე)

პასპორტთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში თუ საზღვარს ვერ გადაკვეთთ, უკან თქვენი ხარჯებით ბრუნდებით, თანხა უკან არ გიბრუნდებათ

ტურისტული ობიექტების გადანაწილება შესაძლებელია მოხდეს ტურის მსვლელობის ან ამინდის საჭიროების მიხედვით გიდისა და მძღოლის შეთანხმებით. 

 

ატვირთვის თარიღი:



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow