დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

სამხრეთ კორეის ვიზა

ვიზები

  730

300 Gel

რატომ გვჭირდება ვიზაზე განაცხადის გაკეთება?

საქართველოს მოქალაეებს კორეის რესპუბლიკის ვიზით უზრუნველყოფს კორეის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულოს მიერ. ყველა აპლიკანტმა პირადად უნდა შეიტანოს განაცხადი საკონსულოში. ,,დისქავერ ჯორჯიას“ ოფისში შესაძლებელია გაიაროთ კონსულტაცია სავიზო საკითხებზე, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმები, მოამზადოთ და თარგმნოთ სათანადო დოკუმენტები, შეადგინოთ ტურისტული პაკეტი და ა.შ. შემდეგ მზა დოკუმენტები წარადგინოთ საკონსულოში.

რა საბუთები მჭირდება კორეის ტურისტული ვიზისთვის?

თქვენი მხრიდან რეგისტრაციისათვის საჭიროა საბუთები:

  • მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი (მინიმუმ მოქმედების 6 თვის ვადით);
  • სააპლიკაციო ფორმა და 1 ბიომეტრული ფოტო;
  • ბილეთისა და სასტუმროს ჯავშანი;
  • პასპორტში არსებული მოქმედის ვიზის ასლები;
  • სამოგზაურო გეგმა; (თავისუფალი ფორმით, თუმცა მოცემული უნდა იყოს მოგზაურობის მიზანი);
  • ცნობა სამსახურიდან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (ინგლისურ ენაზე);
  • ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი, ცნობა საკრედიტო ბარათისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, მინიმუმ - 3000 USD);

რა დამიჯდება სავიზო მომსახურება?

კორეის რესპუბლიკის  საკონსულო განყოფილებაში, სავიზო განაცხადის ტარიფებია:  

  • ერთჯერადი ვიზის შემთხვევაში (ხანგრძლივობა 90 დღე) - 40 აშშ დოლარი;
  • ერთჯერადი ვიზა (ხანგრძლივობა 90 დღეზე მეტი) - 60 აშშ დოლარი;

სავიზო მოსაკრებლის გადახდა ხდება  ნარდი ანგარიშსწორებით აშშ დოლარის ვალუტაში.

რა არის ვიზის მიღების ალბათობა?

კონკრეტული განმცხადებლის ვიზის მიღების შანსების პროგნოზირება რთულია. თუმცა, ვიზის მიღება დიდწილად დამოკიდებულია თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანასთან. კონსულისთვის იმის დემონსტრირება, რომ თქვენ გაქვთ წარმატებული ცხოვრება და სტაბილური შემოსავალი თქვენს სამშობლოში, ზრდის ვიზის დამტკიცების შანსებს.

ვიზაზე განაცხადის გაკეთება, საჭირო დოკუმენტების მომზადება და კონსულტაცია შესაძლებელია ,,Discover Georgia“ ოფისში.

 

ატვირთვის თარიღი: 2023-11-20



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow