დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

შიდა, შემომყვანი ტუროპერატორის კურსი

სასწავლო ცენტრი

  1096

750 550 Gel

შიდა, შემომყვანი ტუროპერატორის სასწავლო კურსი

შენ უკვე სწორ ადგილას მოხვდი!

კეთილი იყოს შენი მობრძანება Discover Georgia-ს სასწავლო ცენტრში.

"სად დავსაქმდები აღნიშნული კურსის წარმატებით გავლის შემდეგ?" 

გაქვს შესაძლებლობა:

  • - დასაქმდე მოქმედ ტურისტულ კომპანიაში და გახდე შიდა, შემომყვანი ტუროპერატორი
  • - თავად წამოიწყო შენი ტურისტული ბიზნეს საქმიანობა
  • - დამოუკიდებლად დაგეგმო შენთვის სასურველი მოგზაურობა მთელი საქართველოს მასშტაბით
"რატომ Discover Georgia-ს სასწავლო ცენტრი?" 
  • - აქ გაივლი სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას, თანამედროვე და გამოცდილი სწავლის მეთოდებით
  • - ჩვენი სასწავლო კურსი აგებულია რეალური ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს სამუშაო მასალებსა და გამოცდილებაზე - შენ გაეცნობი ტურისტული კომპანიის "შიდა სამზარეულოს" და ისწავლი იმას რასაც სხვაგან არ გასწავლიან
  • - ტრენინგში ჩართული ყველა ლექტორი პროფესიონალია თავისი საქმის და ყოველდღიური, აქტიური შეხება აქვს ტურიზმის ინდუსტრიასთან, არსებული სერვისის მომწოდებლებთან და უშუალოდ ტურისტებთან 
"ვის შეუძლია გაიაროს აღნიშნული სასწავლო კურსი?"
  • - სტუდენტებს (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი)
  • - შიდა, შემომყვანი ტურიზმით დაინტერესებულ პირებს
  • - ტურიზმის სფეროში ჩართულ ადამიანებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით

კურსის მონაწილეები პრაქტიკულად სწავლობენ და ეცნობიან შემდეგ თემებსა და საკითხებს:

  • - საქართველო ახალ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე. საქართველოს ტურისტული პოტენციალი, ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები
  • - შიდა, შემომყვანი ტურიზმის არსი
  • - შიდა, შემომყვანი ტუროპერატორის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები
  • - საქართველოს რეგიონების ტურისტული პოტენციალის გაცნობა; ტურისტთა შემოსავლების და შემოსვლების დინამიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით
  • - ოფიციალური კორესპონდენცია (Microsoft Outlook).
  • - სერვის პლიუსი. მოლაპარაკების ფსიქოლოგია: პარტნიორებთან (სერვისის მომწოდებლებთან) და ტურისტებთან ბიზნეს კომუნიკაციის დამყარება 
  • - ტურისტული მარშრუტის მოდელირება (Word, PDF), მომსახურებაზე ორიენტირებული კონკურენტუნარიანი მიმზიდველი ტურისტული პროდუქტის შექმნა, ტურპაკეტად გარდაქმნა, ქრონომეტრაჟის გათვლისწინება
  • - ფორმირებული ტურ-პაკეტის ხარჯთაღრიცხვა, ტურის ბიუჯეტირება (Excel-ის ფორმატში მუშაობა)
  • - გასვლითი შეხვედრა სერვისის მომწოდებელთან
  • - სერვისის მომწოდებელთა ბაზების შემუშავება: სასტუმროები, კვების ობიექტები, მუზეუმები, მძღოლები, გიდები და სხვა
  • - ტურისტული პროდუქტის რეკლამირება, ეფექტური რეკლამა, მარკეტინგი, პიარი, გაყიდვები 
  • - განხორციელებული ტურის მონიტორინგი
  • - დასრულებული ტურის დაარქივება, დოკუმენტბრუნვა
  • - ბაზრის კვლევა, SWOT ანალიზი
კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე (12 ლექცია, 36 საათი, კვირაში 3-ჯერ)
ფორმატი: ჰიბრიდული (რეალურ სივრცეში + ონლაინ)
გარემო: ემოციურად ინტელექტუალური და პროფესიონალური 

ფასი: 750 ლარი/550 ლარი 

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი (Eng, Geo) და წარმატებით დასაქმების მიზნით გაეწევათ რეკომენდაცია წამყვან ტურისტულ კომპანიებში.

ისარგებლე დამატებითი 10% ფასდაკლებით თუ ხარ:

  • - კომპანია "Discover Georgia"-ს სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებული
  • - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ტურიზმის პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
  • - გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივის, ქალთა გაძლიერების პრინციების (WEPs) ხელმომწერი კომპანიის წარმომადგენელი

დარეგისტრირდი დღესვე და გახდი პროფესიონალი: 

Discover Geogrgia ზრდის პროფესიონალ კადრებს! 

ატვირთვის თარიღი: 2022-01-25



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow