ტობავარჩხილის ტური
ტობავარჩხილის ტური განტვირთვის, აღმოჩენისა და განახლების შესაძლებლობაა. დატკბი სუფთა ჰაერით, საოცარი ბუნებითა და პეიზაჟებით. დააგემოვნე მეგრული სამზარეულო და ჩაერთე ჯანსაღი ცხოვრების სათავგადასავლო ყოველდღიურობაში.
მოგზაურობა მრავალფეროვან სამეგრელოს რეგიონში, რომელიც გაგაოცებთ თავისი ბუნებირივი მრავალფეროვნებით, მეგრული სამზარეულოთი და სტუმარმასპინძლობით.
თუ გსმენიათ საინტერესო ლეგენდა ტობავარჩხილზე (ვერცხლის ტბაზე)?
ლეგენდის თანახმად, ეს კამკამა ტბა ჭუჭყს ვერ ჰგუობს. თუ ვინმემ შიგ ხელი ან ტანი დაიბანა, ისე განრისხდება, სულ რომ მოწმენდილი ცა იყოს, დაახლოებით ერთ საათში გაწვიმდება და მანამდე იწვიმებს სანამ თავმომწონე „ტობავარჩხილი’’ საბოლოოდ არ განიწმინდება.
ლეგენდის სინამდვილეში რომ დარწმუნდეთ და ნახოთ ტობავარჩხილის მშვენება, ეწვიეთ ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე და ისიამოვნეთ ბუნების საოცარი სილამაზით.
ტურის ღირებულება: ტურის ღირებულება დამოკიდებულია მოგზაურობის პერიოდზე და ჯგუფის რაოდენობაზე (უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 ადამიანს).
ტურის ხანგრძლივობა: 5 დღე.
ტრანსპორტირება: თბილისი ➜ წალენჯიხა ➜ ჯგალი ➜ სქური ➜ ქუაქანცალაია ➜ კერნახონა (ტურისტის სახლი, სადაც ტურისტებს საშუალება ექნებათ განთავსდნენ და გაატარონ ღამე) ➜ მწყემსები ➜ ტობავარჩხალი➜ მწყემსები ➜ კერნახონა➜ სქური ➜ ჯგალი ➜ წალენჯიხა ➜ თბილისი
მარშრუტი: ტურისტული სახლიდან ტობავარჩხილამდე საშუალოდ 10-12 საათიანი სასიარულო მანძილი გელოდებათ. მარშრუტი გადის ულამაზესი მდინარის ხეობით, სადაც ყოველი ნაბიჯი ახალ ვიზუალურ სიამოვნებას მოგცემთ.
გზად თქვენ ნახავთ:
დამატებითი მომსახურება: ჩვენი გიდების მიერ მოწვეულ ტურისტებს ტობავარჩხილიდან კერნახონაზე დაბრუნებისას გიდი გაუმასპინძლდება ელარჯით და ფინჯანი ყავით.
განთავსება: კერნახონაში ტურისტებს შეუძლიათ ღამის თევა, სადაც დგას კეთილმოწყობილი ორსართულიანი სახლი ტურისტებისთვის 20 ადამიანზე.
აუცილებელი ინვენტარი:
ტურისტებმა თან უნდა იქონიონ:
- კარვები (ოთხკაციანი - ოთხ კაცზე ერთი)
- საძილე ტომრები
- თბილი ტანსაცმელი
- სქელძირიანი ფეხსაცმელი (სასურველია რეზინის მოკლეყელიანი ბოტები)
რატომ უნდა აირჩიოთ ტობავარჩხილის ტური?
ბუნებასთან ერთობა: მთის სუფთა ჰაერი და ულამაზესი პეიზაჟები
კულინარიული გამოცდილება: ავთენტური მეგრული სამზარეულო
ფიზიკური აქტიურობა: 10-12 საათიანი ლაშქრობა, რომელიც ამტკიცებს ორგანიზმის განვითარებას და იძლევა წარმატების განცდას.
დაუვიწყარი მოგონებები: განსაკუთრებული თავგადასავლები
ატვირთვის თარიღი: 2025-06-24